7 ივლისი, 2021

დაუჯერეთ ოთარ ჭილაძეს

მწერალი ოთარ ჭილაძე თითოეულ ჩვენგანს არწმუნებს, რომ დროის გასაყვანად კი არ გადავშალოთ წიგნები, არამედ ცოდნის მისაღებად:

“ყველა ვარსკვლავი, შეიძლება, პოლარულ ვარსკვლავად იქცეს, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ და არა ვინმეს ნება-სურვილით.

გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენც შეიძლება გავნთავისუფლდეთ, ანუ, დავიბრუნოთ პირვანდელი სახე, თუკი, რასაკვირველია, ამ ხნის განმავლობაში, ბეჯითად ვისწავლით.

დროის გასაყვანად კი არ გადავშლით წიგნს (დრო ისედაც გავა), არამედ – იქიდან (წიგნიდან) ცოდნის ამოსაღებად, როგორც ღვინო ამოაქვთ ქვევრიდან, თაფლი – სკიდან, ბადე – ზღვიდან, მადანი – მიწიდან, ტყვია – ჭრილობიდან, წყალი – ჭიდან, პური – თონიდან…”