ანიტა რაჭველიშვილი სცენას დაემშვიდობა

ანიტა რაჭველიშვილი სცენას დაემშვიდობაოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სცენას დაემშვიდობა. ამის მიზეზი მისი ორსულობაა.

მეცო სოპრანომ ორსულობის მეხუთე თვეში ბოლო კონცერტი გამართა. ანიტას და მისი მეუღლის, ოთო მაისურაძის პატარა გოგონა ნოემბერში დაიბადება. ანიტა კი სცენას იანვარში დაუბრუნდება.

გამოსამშვიდობებელ კონცერტზე დამსწრე საზოგადოებამ უნიჭიერეს ქართველ მომღერალს მქუხარე ოვაციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მიუძღვნა.