23 ივნისი, 2021

უსამართლოდ გულნატკენი გიორგი უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი უსამართლოდ გულნატკენია. ამის მიზეზი ეთნოგრაფიული მუზეუმიდან მისი სკოლის მენეჯერისა და პედაგოგის უარით გასტუმრებაა:

“ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა (კუს ტბაზე), სადაც არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, სხვადასხვა მთავრობის დროს, დღეს ჩემი სკოლის მენეჯერი და პედაგოგი უარით გამოისტუმრეს, რომ ჩემმა სკოლის ბავშვებმა და მშობლებმა ბილეთები აიღონ და მუზეუმის ტერიტორიაზე ხალხური სიმღერები შეასრულონ.

მიზეზი იყო, რომ სამინისტრო არ აძლევთ უფლებას. ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა.”