2 ივნისი, 2021

უძლიერესი და უნიჭიერესი ბესიკ ხარანაული

პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული ყოველთვის ისეთ თემებზე წერს, რაც თითოეული ადამიანისთვის ყველაზე სათუთი და ფაქიზია.

“არტ ინფო” ამჯერად გთავაზობთ მის ლექსს დედაზე, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს:

“ჩემო დედი,
დაბერდი და,
ლექსებს ირჩევ სევდიანს.
შენი ძვლები წამდაუწუმ
სატირალზე სხდებიან.
შენი ფიქრნი სად არ წავლენ
სად არ გადასწვდებიან.
ცოცხალთა და მკვდართა შუა
ბილიკს გაიტკეპნიან.
დედი, იის ძირში ცხოვრობ,
სახლი გიდგას სვეტებით.
სახლს კარიც აქვს,
მაგრამ, ვაი,
მე ვერ შემოვეტევი.
რაა, დედი,
ამ ბოლო დროს,
სულ საფლავზე გხედავენ!
ბებოჩემი, პაპაჩემი,
შენს თავს შემომედავნენ.
და თუ მაინც წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს.
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით.
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით.”