25 ივნისი, 2021

ციცინო ციციშვილი – დეიდა ნატო “სხვისი შვილებიდან”

კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმი “სხვისი შვილები” ათეული წლებია ქართველი მაყურებლის ერთ-ერთ გამორჩეულად საყვარულ ფილმად რჩება.

მისი მთავარი პერსონაჟების – გიას, ლიასა და მათი საყვარელი დეიდა ნატოს ურთიერთობა – გულგრილს არავის ტოვებს.

დეიდა ნატოს როლს დრამატულ ფილმში ციცინო ციციშვილი ასრულებს. ის პროფესიით ქიმიკოსია, თუმცა თენგიზ აბულაძის ჩანაფიქრი არაჩვეულებრივად განახორციელა.

ციცინო ციციშვილის კინოდებიუტი 22 წლის ასაკში სწორედ “სხვის შვილებში” შედგა. თენგიზ აბულაძესთან მუშაობის შემდეგ, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში “თავადის ქალი მაია” ერთ-ერთი მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია.

ქიმიკოსი ციცინო ციციშვილის კინოკარიერა ამით არ დასრულებულა. მომხიბვლელმა გოგონამ ახლა მერაბ კოკოჩაშვილის ყურადღება მიიპყრო. რეჟისორმა ის თავის ფილმში “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ათამაშა.

სამწუხაროდ, ციცინო ციციშვილი ამ ფილმების შემდეგ კინოეკრანებზე აღარ გამოჩენილა. იგი იმ მრავალი არაპროფესიონალი მსახიობის სიაში ჩაეწერა, რომლებმაც მაყურებელს თავის სამუდამოდ შეაყვარეს და დაამახსოვრეს.