თემურ ცაგურია: “დაუფიქრდით საით მიდიხართ”

თემურ ცაგურია: "დაუფიქრდით საით მიდიხართ"მომღერალი თემურ ცაგურია მოუწოდებს თითოეულ ადამიანს კარგად დაფიქრდეს და გააანალიზოს საით მიდის:

“როგორ შეიძლება პოლიტიკაში არ ერეოდე და სამშობლოზე ლექსებს წერდე – შემეკითხა ერთი ,,მეგობარი”. პოლიტიკაში იმიტომ არ ვერევი, რომ ძალიან მომწონს სახელმწიფო საქართველო ისეთი, როგორიც არის ახლა. სულ ცოტა 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არც ერთს არ ჩამოუვარდება მრავალი პარამეტრით. გამოდის, რომ თუ პოზიციონერი ვარ საქართველოზე ლექსი და სიმღერა არ მეთქმის?..

მეგობრებო, ოპოზიციონერებო, დაუფიქრდით საით მიდიხართ – სიძულვილისა და შურის გზა დამღუპველია თქვენთვის… მე კი, როგოც მიყვარდა საქართველო კომუნისტების, მხედრიონის, ზვიადის და მიშას დროს, ასევე მიყვარს, მომწონს და ვეფერები.

მეტსაც გეტყვით – თუ თქვენ, ახლანდელი ოპოზიციორები მომავალში მოხვალთ მთავრობაში, საქართველოზე მაშინაც ვიმღერებ. რა, ამიკრძალავთ? იგი პოზიციაში იყოო მეტყვით?…
პოზიციონერი თემურ ცაგურია.”