12 ივნისი, 2021

რეზო გაბრიაძის ყვავილები ყველას!

გენიალური ქართველი ხელოვანის რეზო გაბრიაძის ყვავილები მთაწმინდის პანთეონში ყველა დაკრძალულს ერგო.

ქეთევან სადღობელაშვილი:

“იმერეთში იციან ასე: სულის მოსახსენებლად და საცხონებლად, დარჩენილ საქელეხო პურ-მარილს, მეზობლებს ჩამოურიგებენ ხოლმე. ხელგაშლით, უანგაროდ. ყველა მადლიერებით იღებს ამ ძღვენს და საღამოს თითო ჭიქასაც წაუქცევენ იმ ქვეყნად წასულს.

ღამდებოდა, მამა დავითზე რომ ავედი. ჰაერს გლიცერინის სუნი არა, მაგრამ რეზო გაბრიაძის გულზე დაყრილი, ერთმანეთში აბურდული ყვავილების სუნი კი ჰქონდა. ვიღაც ღვთისნიერს, გვირგვინები დანარჩენ საფლავებზეც ჩამოერიგებინა და ილიასთან, ექვთიმესთან, გალაკტიონთან, გოგლასთან, ხორავასთან თუ ახლო მეზობლობასთან, სულის მოსახსენებელი ძღვენივით იდო ნაირ-ნაირი გვირგვინი, წარწერით: “რეზო გაბრიაძეს.”

ბევრს იცინებდა ამაზე.”