14 ივნისი, 2021

ნატალია ქუთათელაძე BBC-ის კონკურსის ფინალისტია

 

ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალისტია.

ეკა მამალაძის შვილი და ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ კონკურსში მონაწილეობს.

წელს კონკურსში მსოფლიოს 15 ქვეყნის მომღერალი ჩაერთო. მათ ურთულესი შესარჩევი ტურების გავლა მოუხდათ.

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალისტები მხოლოდ რჩეულები გახდნენ – მათ შორის ნატალია ქუთათელაძე საქართველოდან.