მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონშიმთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ცნობილი ქართველების საფლავები მოუვლელია.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ჯერ კიდევ 2017 წელს დავწერე სოცქსელში და დღემდე არავის შეუბერტყავს ყურები: რამდენიმე დიდი ქართველის საფლავის ძეგლი – დ. ყიფიანის, დ. ერისთავის, ვ. აბაშიძის, ა. ხორავას, ს. ჯანაშიას, ლ. გუდიაშვილის, ვ. ჭაბუკიანის – მთაწმინდის პანთეონში სარესტავრაციოა. ზოგიერთი მათგანი გასაწმენდია ნალექების ზემოქმედების კვალისაგან და სპეციალურ დამუშავებას საჭიროებს კოროზიისგან დასაცავად, ზოგიერთი კი მორყეული/გაბზარული ქვის პედესტალებია.

ქვის კოროზიის გამო, გაქრობის პირზეა მხედრული წარწერა ალ. გრიბოედოვის და ნინო ჭავჭავაძის საფლავის თაღოვან კედელზე, საჭიროა დროულად მისი აღდგენა.

ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია 2017 წელს, ახლა შეიძლება დამძიმდა ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა.”

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში

მოუვლელი საფლავები მთაწმინდის პანთეონში