9 ივნისი, 2021

მირიან ხუხუნაიშვილის უდიდესი წარმატება

ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი საერთაშორისო კონკურსში Malko Competition 2021 მონაწილეობს.

მირიანი რჩეულ 24 კონკურსანტს შორის დასახელდა – მასთან ერთად იყვნენ რუსი დირიჟორებიც.

მეორე ტურში 12 კონკურსანტი გადავიდა, მათ შორის – არც ერთი რუსი. კონკურსის ვებ გვერდმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Goodbye to the Russians“ და მირიან ხუხუნაშვილის ფოტო დაბეჭდა.

მირიან ხუხუნაიშვილი:

“გიზიარებთ ვიდეოს პირველი ტურიდან. ნამეტანი ვღელავდი, მაგრამ “რაცა ვარ ეგა ვარ”.