კახი კავსაძის განსაკუთრებული ამბავი

ყველასგან გამორჩეულ თეატრისა და კინოს ნამდვილ ვარსკვლავს კახი კავსაძეს სულით ხორცამდე უყვარდა თავისი საქმე და როგორც თავად უყვარდა თქმა, ის იყო არტისტი – ნამდვილი არტისტი.

მსახიობთან დაკავშირებით მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე ასეთ ამბავს იხსენებს:

“ბოლო წლებია, სამსახურისკენ მიმავალი, რუსთაველის თეატრის წინ, სკამზე მჯდარ კახი კავსაძეს ვხვდებოდი ხოლმე. სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას. თუ ოდნავ დააკვირდებოდი, იოლი შესამჩნევი იყო ის დაოუკებელი ვნება და დაუცხრობელი სურვილი, რაზეც მისი კოლეგები და რეჟისორები მიყვებოდნენ – თუ როგორ გარდაიქმნებოდა, ეს ღრმად მოხუცი და ათას დაავადებასთან მებრძოლი კაცი კამერის ჩართვისთანავე ახალგაზრდული შემართების მსახიობად. არათუ მინახავს, იშვიათად მსმენია, საკუთარი საქმე ასეთი გაშმაგებით უყვარდეს ვინმეს.”