20 ივნისი, 2021

გია მურღულიას ძალიან კარგი ჩანაწერი

ფილოლოგი გია მურღულია ძალიან კარგ ჩანაწერს გვიზიარებს:

“უსახურ წუხილს “შური” ჰქვია, მშვენიერს – “სევდა”.

პირველი გულის კვამლია, მეორე – მისივე მზიანი ნისლი.

პირველი ადამიანს ანგრევს, მეორე სულს უწმენდს და აკეთილშობილებს.

პირველი თვითონ მოდის და მეორესთან თავად უნდა მიხვიდე.

პირველი ყოველი კაცის სასჯელია, მეორე – რჩეულთა ჯილდო.

შური სრულყოფილებიდან გაქცევაა, სევდა – მისი შეგრძნება და აღმოჩენა.

ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია თქვას: “მთელი ცხოვრება სევდა მსდევდა.”

მხოლოდ ასეთ ადამიანს ძალუძს, სრულად დაინახოს და შეიგრძნოს სიყვარული – მისი ყოფნაც და არყოფნაც.”