ეკა კვალიაშვილი: “მერიდება, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ”

ეკა კვალიაშვილი: "მერიდება, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ"მომღერალი ეკა კვალიაშვილი თითოეულ ჩვენთაგანს დიდი მორიდებით მოგვმართავს და დახმარებას ითხოვს:

GE95TB7003145161100004 თიბისი ბანკი

“მოკლედ, ჩემო საყვარელო ერო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივედი კონდიციამდე, როდესაც თქმა სჯობს. გახსოვთ ალბათ ჩემი სტატუსი სტიპენდიის არ ჩარიცხვასთან დაკავშირებით. დღეს ყველაფერს გათიშავენ და… შესაძლოა ვიფიქრო, თუ სად წავიდე… რადგან ყველაფერი ერთად დაგროვდა. ყველაფერი, წამლებიანად…

მართლა ვერ ვხედავ გამოსავალს ამ ეტაპზე. ეს ის დროა, როდესაც ყველა ერთმანეთს უდგას გვერდში. მე მერიდება, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ დღეს…. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით და შემდეგი ეტაპი ჩემი მხრიდან იქნება თანადგომა. გმადლობთ.”

მოგვიანებით მომღერალმა თხოვნა წაშალა, რადგან განკითხვა და შეურაცხყოფა დაიმსახურა:

“ეტყობა, ამ ადამიანებს, ძალიან გამჯდარი აქვთ განკითხვა და შეურაცხყოფის მიყენება… ავიღე პოსტი და მე ჩემი თავის წინაშე ვდებ პირობას! სამყაროს წინაშე ვდებ პირობას! რომ ეკა კვალიაშვილის გარეშე, ჩემი ავტორიტეტის გარეშე და ჩემი საქმის გარეშე არ მოხდება არაფერი იმ სფეროებში, რასაც მე მოვიცავ! ვის უბედავთ, ვისზე ჭორაობთ, თქვე მართლა ფუყე თავთავებო!”