ვაჟა აზარაშვილის გენიალური “დინამო! დინამო!”

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებაში სიმღერას “დინამო! დინამო!” ნამდვილად გამორჩეული ადგილი უკავია. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს სიმღერა კომპოზიტორმა სამზარეულოში დაწერა.

“დინამო! დინამო!”-ს შექმნის შთაგონების წყარო კი 1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის “დინამოსა” და ერევნის “არარატს” შორის გამართული მატჩი გახდა. თამაში ქართველების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ვაჟა აზარაშვილის მუსიკისთვის კი პოეტმა მორის ფოცხიშვილმა შესანიშნავი ლექსი დაწერა და ანსამბლმა “ივერიამ” ბრწყინვალედ შეასრულა.

სიმღერა ერთგვარი ჰიმნი გახდა ქართველი ფეხბურთელებისთვის, ყველა მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, მოთამაშეებს გულშემატკივრები სწორედ ვაჟა აზარაშვილის სიმღერით ხვდებიან.