უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა წალკაში

წალკაში უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა. სოფელ ახალშენში გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა და გვირაბი გამოჩნდა.

ინფორმაცია გვერდმა “წალკა” გაავრცელა:

“სენსაციური ამბავი წალკაში. სოფელ ახალშენში, გუშინ შუადღისას სოფლის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა და გვირაბი გამოჩნდა, რამდენიმე დარბაზით და საინტერესო ნაკეთობებით.

ბუნებრივია, ჯერ კომპეტენტური პირი არ მოსულა, რომ დაათარიღოს, მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ვიმედოვნებთ, მალე მოხდება ეს. კიდევ ერთი მტკიცებულება ამ მიწის მადლიანობისა. ველოდებით სიახლეებს და ამ ადგილის ტურისტულ ობიექტად მონიშვნას.”