21 მაისი, 2021

თამთა გოდუაძის უტკბილესი შესრულება

საბერძნეთის ვარსკვლავი – ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე უტკბილესად ასრულებს სიმღერას “იები”.

სიმღერა კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის და ის მსმენელმა ნინო ქათამაძის შესრულების შემდეგ შეიყვარა.

გარწმუნებთ, თამთა გოდუაძის შესრულების მოსმენის შემდეგ, “იები” კიდევ უფრო შეგიყვარდებათ.