თამარ ჭავჭავაძის ულამაზესი მარაო აღდგენილია

თამარ ჭავჭავაძის ულამაზესი მარაო აღდგენილიაკოტე მარჯანიშვილის მოწაფის, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლისა და მხატვრული კითხვის ოსტატის თამარ ჭავჭავაძის ულამაზესი მარაო აღდგენილია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:

“თამარ ჭავჭავაძის ეს ძვირფასი მარაო ორგანიზაცია “ისტორიალის” წევრებმა დაღუპვისაგან იხსნეს. 2 წლის წინ ის ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილმა ჩვენს მუზეუმს გადასცა.

ჩვენც არ გვჯეროდა, რომ მის რესტავრაციას და გადარჩენას შევძლებდით, თუმცა რესტავრატორების ნათია ქულუაშვილის და არტემ ანტანოსის შრომამ ირაკლი ზამბახიძის და ნათია ლომიას მხარდაჭერით, თავადაც ხედავთ რა შედეგი გამოიღო.”