13 მაისი, 2021

სოფი ლორენის უმნიშვნელოვანესი ჯილდო

86 წლის მსოფლიო ვარსკვლავმა სოფი ლორენმა უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო.

მსახიობის შვილის, რეჟისორის ედუარდო პონტის ფილმში “ცხოვრება წინაა” შესრულებული როლისთვის სოფი ლორენი საუკეთესო მსახიობად დასახელდა და დაჯილდოვდა კინოპრემიით “დონატელოს დავითი”. ამ პრემიას “იტალიური კინოს ოსკარსაც” უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯილდო ხელოვანს 60 წლის წინათაც აქვს მიღებული, წლევანდელი დაჯილდოება მისთვის ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა:

“ეს პრიზი 60 წლის წინაც მივიღე, მაგრამ ახლა ისე გამიხარდა, თითქოს პირველი იყოს. ვინ იცის, იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ფილმია? მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული, კიდევ მინდა ფილმებში გადამიღონ, რადგან კინოს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.”