22 მაისი, 2021

ყველაზე დიდი ნიჭიერება ჟანრი ლოლაშვილისთვის

მსახიობ ჟანრი ლოლაშვილისთვის ყველაზე დიდი ნიჭიერებაა სხვისით აღტაცება და არა საკუთარი თავით ტკბობა:

“სცენაზე რომ გამოდიხარ, ვალდებული ხარ იყო პიროვნება!

საფიქრალი ბევრია, კითხვის ნიშნები – უამრავი. ეტყობა, ამას ჰქვია ცხოვრება.

სიტყვა იარაღია, სიტყვას ძალა აქვს და ტყვიაზე ძლიერიაო, ამბობენ. არის ასეთი ნათქვამი, რომ სიტყვას აქვს ვალენტობა, როგორც მენდელევის პერიოდულ სისტემაში არსებულ ელემენტებს. სიტყვა ძალიან რთული რამ არის და კარგია, რომ მე ჩემი პროფესიით წყალობით სიტყვასთან ურთიერთობა და მასთან ჭიდილი მაქვს. ადამიანის სიტყვებით მიხვდები, ის ადამიანი როგორია.

ყველაზე დიდი ნიჭიერება კი სხვისით აღტაცებაა და არა საკუთარი თავით ტკბობა!”