28 მაისი, 2021

მარინა ჯანაშიას განსაკუთრებული ისტორია

მსახიობი მარინა ჯანაშია თავის ცხოვრებაში არსებული ყველა მოვლენას თავისებურ ახსნას უძებნიდა და მიაჩნდა, რომ ხდებოდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.

მისთვის განსაკუთრებული ისტორია კი დავით დოიაშვილის სპექტაკლში “ჯინსების თაობა” გეგას დედის როლის თამაში აღმოჩნდა:

“სპექტაკლში “ჯინსების თაობა” ამ როლს ჩემამდე ძალიან კარგი მსახიობი თამაშობდა – ნინო ხომასურიძე, რომელიც საოცრად ტრაგიკული ადამიანია. მერე უთქვამს ერთი ფრაზა, რომელმაც შემძრა – მე ჩემს შვილს აღარ დავიტირებ ამ სპექტაკლშიო და წავიდა. მეც მიჭირს ამ სპექტაკლში თამაში, საკმაოდ რთულია. იცით როგორ მიჭირს? “ჯინსების თაობის” მეორე დილას სხეულის ნაწილებს ლოგინში ვაგროვებ, იმდენად დაშლილი და შეძრწუნებული ვარ.

“ჯინსების თაობაში” მორალურად ვნადგურდები. ვიტყვი ხოლმე, რაღაც დრო მჭირდება, რომ სხეულის ნაწილები შევაგროვო, ავეწყო, ცოტა გონზე მოვიდე, ავდგე და გავაგრძელო ჩემი ცხოვრება-მეთქი. სულ იმას ვფიქრობ სპექტაკლის მერე, ყოჩაღ, ნინო, რა ძლიერი ქალი ყოფილა-მეთქი. ვერც ვიძინებ, მიჭირს დაძინება, ყველაფერი მიცახცახებს. ვერაფრით მოვახრხე, რომ ეს ყველაფერი გადავიტანო მარტო ტექნიკაზე და ასევე მომყვება მაყურებელი, ტირის, ტირის და ტირის.

ვაჟა გელაშვილის ამქყვენიდან წასვლის შემდეგ სპექტაკლიდან ერთი სცენა ამოვარდა, იმიტომ რომ ფირზე იყო გადაღებული. ამიტომ წარმოდგენაში გონზე მოსასვლელი დრო აღარ მრჩება, ხშირად თავის დახრაზე რომ გავდივართ, შიგნით გრძელდება ჩემი ტირილი, დრო აღარ მყოფნის ამოსაქოშინებლად. ძალიან რთულია ჩემთვის, მით უმეტეს მომსწრე ვარ ამ პროცესების, გეგას ვიცნობ, მშობლებს ვიცნობ….”