3 მაისი, 2021

მამუკა კიკალეიშვილის საბედისწერო დღე

მსახიობ მამუკა კიკალეიშვილისთვის საბედისწერო დღე აღმოჩნდა 3 მაისი. 2000 წელს ახალგაზრდა მსახიობი რუსეთში გარდაიცვალა.

მამუკა კიკალეიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეებს მსახიობი სტანისლავ სადალსკი იხსენებს:

“2000 წლის 26 აპრილის დილის 6 საათსა და 6 წუთზე 03-ზე შევიდა შეტყობინება: “სასწრაფოდ მოდით. ჩემი მეუღლე უგონოდაა…”

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე მართლაც მალე მივიდა. პაციენტი უგონოდ იყო, საწოლზე იჯდა, მის გვერდით კი საძილე საშუალების ცარიელი ბოთლი ეგდო. დიაგნოზი – მოწამლვა.

26 აპრილიდან 3 მაისამდე ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მამუკას გადასარჩენად. საქართველოს საელჩოში დარწმუნებული იყვნენ, რომ ყველაფერი კარგად დასრულებოდა, ამიტომ ნათესავებს სთხოვდნენ, მშვიდად ყოფილიყვნენ და არ ენერვიულათ.

სამწუხაროდ, 3 მაისს დილის 8 საათზე მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 4 მაისს დილით, პატარა სარიტუალო დარბაშზი მასთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ კარაჩენცოვი, შილოვსკი, სმიცკოი, შახვოროსტოვა, ნინიძე.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობთა გილდიის დირექტორმა ვალერია გუშჩინამ ყველა მის მეგობარს დაურეკა, მამუკასთან გამოსამშვიდობებლად არავინ მისულა.

საღამოს ცინკის სასახლეში ჩასვენებული მსახიობი სამშობლოში გაფრინდა, სადაც ისე დაემშვიდობდნენ, როგორც ეროვნულ გმირს.”