8 მაისი, 2021

იცით ვინ არის “შატილის ასულო”-ს ავტორი?

სიმღერა “შატილის ასულო” ბევრისთვის გამორჩეული ქართული სიმღერაა, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, ვინ არის მისი ლექსის ავტორი.

იოსებ ლონგიშვილმა ეს ლექსი 1960 წელს თავის ახალგაზრდა ულამაზეს სატრფოს ფატიმა წოტოძეს მიუძღვნა, რომელიც მისი მეუღლე გახდა. ლექსზე კი მუსიკა თამარ ქააძემ დაწერა:

“შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭი თმები და
კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.
მზითვებად ცხვრის ფარას მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.
შევუღლდეთ, შევერთდეთ, ლერწამო ხადიშათ,
ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,
თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,
თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.
ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,
მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,
შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი
ალვნისკენ გადავჭრათ საღარა ცხენითა.
თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა
მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში…
უშენოდ ალვანი ყინვა მწვავს და მცივა-
შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.”