17 მაისი, 2021

დაუჯერეთ ბესიკ ხარანაულს

მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანი თავს იცავს რაიმესგან, ის რაიმე ერთხელაც აუცილებლად მოერევა:

“თუ თავს იცავ რაიმესგან, ის რაიმე ერთხელაც მოგერევა.

რატომ ჩიტს ვერ აცლის ბუმბულს ქარიშხალი? სახურავებს კი დააფრიალებს. სუსტს, მცირეს ვერაფერი ერევა. ადამიანმა თავის თავშივე უნდა იგრძნოს სუსტი და უხილავი, რომ გარეთ არ დაუწყოს ძებნა…

აზრს მიყვება ის, ვინც თავს ბუნების სათვალავში გრძნობს და არა ის, ვინც ცხოვრების სუდარაში იშმუშნება, და, გიჟებსაც საკუთარი ხეირისთვის როდი მოსდით თავში სხვადასხვა აზრი – ყურისგდება უნდა.”