ბაჩანა რაზიკაშვილი – უსამართლოდ მივიწყებული პოეტი

ბაჩანა რაზიკაშვილი - უსამართლოდ მივიწყებული პოეტიბაჩანა – ნიკო რაზიკაშვილი ვაჟა ფშაველას უნიჭიერესი ძმა, მესამე ვაჟი იყო რაზიკაშვილების ნიჭით და ლექსით სავსე ოჯახში!

ლელა რაზიკაშვილი:

” ბაჩანა – ნიკო რაზიკაშვილი მესამე ვაჟი იყო რაზიკაშვილების ნიჭით და ლექსით სავსე ოჯახში!
ჯმუხი, ლამაზი და ღონიერიც ერთდროულად.

ძმებზე ცოტათი დაბალი იყო, მამას, პავლე მღვდელს დაემსგავსა უფრო, სახელიც თავად მოუგონა თავისთავს და დაუტოვა სხვა ქართველებსაც!

ძალიან ნიჭიერი, ძალიან სახელიანი პოეტი!
მისი ვარსკვლავი, მისივე მზეპოეტი ძმის შუქში მოიჩრდილა, მაგრამ თავად მის გვერდით უზომოდ ბედნიერი იყო!

ვაჟაც სცენაზე და ლიტერატურულ საღამოებზე უფრო მის ლექსებს კითხულობდა, ვიდრე თავისას!
როგორც მსოფლიო პოეზია წარმოუდგენელია ვაჟას გარეშე, ასევე ქართული ლიტერატურა წარმოუდგენელია ბაჩანას გარეშე!

ეს როსტომ ჩხეიძემ თქვა და ასე ფიქრობს ყველა, ვინც ქართული სიტყვის ფასი იცის, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი:
“ვინა თქვა საქართველოზე,
ეგ არის ლომი კვდებაო…”

11 მაისი ბაჩანას დაბადების დღე იყო, ვულოცავ ყველას ვისაც მისი ლექსი ერთხელ მაინც წაუკითხავს, იმასაც ვისაც ჯერ არ ჰქონია ეს ბედნიერება!

მას ვარსკვლავების გახსნა არ სჭირდება, ის იქეთ სჭირდება ყველას, ვინც მას გაიხსენებს!
ის იქეთ გაზრდის, გაახარებს და გააკეთილშობილებს ყველას, ვინაც მას შეეხება!”