ზურა ქაფიანიძის ისტორია 9 აპრილზე

ზურა ქაფიანიძის ისტორია 9 აპრილზემსახიობ ზურა ქაფიანიძის ცხოვრებაში იყო ეტაპები, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გამონაკლისი არც 1989 წლის 9 აპრილია.

მაია ფოცხვერაშვილმა ეს საბედისწერო დღე ასე გაიხსენა:

“მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა ზურაბის სული…

მე ტკბილი მოგონება მაკავშირებს ბატონ ზურაბთან. ჩემთვის საყვარელი ადამიანი, კარგი მსახიობი და სულით ხორცამდე თავის სამშობლოზე შეყვარებული ჭეშმარიტი ქართველი იყო.

არ დაგვავიწყდება 9 აპრილს მისი შებრძოლება რუს ჯარისკაცებთან… როგორ შემოსტყორცნა რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს…”