30 აპრილი, 2021

ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი სიმღერა

მომღერალ ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი სიმღერა ცნობილი კომპოზიტორის რეზო ლაღიძის “თბილისო” აღმოჩნდა.

მას უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა, თუმცა სიმღერას მაინც ვერ ელეოდა.

ზაზა თაბაგარი:

“ზურა ისრაელში რომ წავიდა, თითქმის ყოველდღე ვლაპარაკობდით ტელეფონზე ვიდეოზარით.

ეს უკვდავი სიმღერაც ტელეფონით ჩაწერა სრულიად უბრალოდ და გადმომიგზავნა. საოცრად მღერის, ძალიან მონატრებული იყო აქაურობას. “თბილისო”…