20 აპრილი, 2021

ვახტანგ ღლონტის უძლიერესი ლოცვა

პოეტ ვახტანგ ღლონტის მთავარი მისია – ემსახუროს სიმართლეს და თავისი ლექსების მკითხველს ეს სიმართლე დაანახოს – ყოველთვის სრულდება.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ უკანასკნელ ლექსს, რომელიც ყველაზე დიდი სიმართლეა:

“ღმერთო,
ისეთ სიმაღლეზე ნუ ამიყვან, საიდანაც ადამიანი არ
გამოჩნდება…
ისე ნუ გამაძღებ, შიმშილი საერთოდ დამავიწყდეს…
ისე ნუ გამამდიდრებ, ყველას და ყველაფრის ყიდვა
რომ შემეძლოს და სიკეთესაც, როგორც უმნიშვნელო
ხურდას, ისე ვარიგებდე…
ისეთი ძალით ნუ შემმოსავ, სიმართლეს ახლობლებიც
ვერ მიბედავდნენ…
ისე ნუ წამართმევ გონებას, სამშობლოს მოღალატეებს
ტაშს ვუკრავდე…”