12 აპრილი, 2021

უმნიშვნელოვანესი წერილი მერაბ კოსტავას საქმეში

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას საქმეში უმნიშვნელოვანესი წერილი დევს – ეს არის გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება:

„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია.

ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია.
შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება.

არ აღიარებს დანაშაულს.

დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს“.