უარი გიორგი უშიკიშვილს ძალიან კარგ პროექტზე

უარი გიორგი უშიკიშვილს ძალიან კარგ პროექტზემომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა უარი მიიღო მის მშობლიურ ახმეტაში ძალიან კარგი პროექტი განეხორციელებინა:

“ახმეტაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვაკეთებ ძალიან კარგ პროექტს. სასტუმრო, მარანი, ფოლკლორი და ეთნოგრაფია ერთად. ხალხური სიმღერის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, აუდიო ფონდი და სხვა. საქმე იმაშია, რომ ასეთი დიდი პროექტი ახმეტაში არც გაკეთებულა. ეს ფაქტობრივად არის ახმეტის გაცოცხლება. იქ ვაპირებ მასტერკლასებს, კონცერტებს, გამოფენებს. ვაპირებ ჩავიყვანო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი.

ჩემი სტატუსი ეხება ერთ გარემოებას, რაც მიმაჩნია უსამართლობათ და კორუფციის სუნი ასდის. არის ორგანიაზია “ახმეტა ლაგი” რომელიც ევროკავშირის გრანტებით აფინანსებს მცირე პროექტებს. მეც წარვადგინე პატარა პროექტი რომ დამეხმაროს საქმის ბოლომდე მიყვანაში. რა დოკუმენტაციასაც ითხოვდნენ, ჩართული მყავდა საქარველოში საუკეთესო სპეციალისტები რომ ისეთი სირთულის და გაუგებარ რამეს ითხოვდნენ, ორი კვირა ვავსებდით. (თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახმეტაში გლეხი ამას რომ შევასებს, ან ამის დრო რომ აქვს) შემდეგ ახმეტაში მითხრეს რომ პროექტებს თავად წერენ ამ ორგანიზაციის წარომამდგენლები ფულს იღებენ და შემდეგ ალბათ გამარჯვებულებსაც ასე ავლენენ. არ დავიჯერე თავიდან, რადგან გრანტებს სხვადასხვა ევროპული ფონდები იღებენ და ვიფიქრე, რომ ვერ გაბედავდნენ.

დღეს კი მივიღე შეტყობინება, რომ ჩემი წამოწყებული საქმე ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ამ საქმეს მივყვე ბოლომდე. ჩავეძიო ყველა დეტალს. ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა პროექტები ფინანსდება და ვინ არიან ზოგადად ეს ადამიანები.

ასევე, ვაპირებ მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და იმ ფონდებს, საიდანაც ახმეტის განვითარების ჯგუფი ფინანსდება. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ჩემი პროექტი არ დააფინანსეს. (30.000 ლარი არ გააჩერებს ჩემს გეგმებს). უბრალოდ, სხვა ადამიანები რომ არ დაზარალდნენ შემდეგში.”