2 აპრილი, 2021

თამარ მეფე ფრანგული ტელევიზიის ობიექტივში

საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეფე – თამარ მეფე ფრანგული ტელევიზიის ARTE-ს ობიექტივში მოხვდა. მეფეთ-მეფეზე სიუჟეტში ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა:

“ფრანგულმა ცნობილმა ტელევიზიამ ARTE-მ დიდი გადაცემა მიუძღვნა ქართველთა სახელოვან მეფეთა-მეფე თამარს. ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისათვის, დიდი პატივი იყო ამ გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო და მესაუბრა ვარძიაში მეფეთა-მეფე თამარზე! გიორგი ვარსიმაშვილი – დიდი მადლობა მეგობარო ამ დიდებული შანსისათვის.”