19 აპრილი, 2021

ტარიელ ჭანტურიას უდიდესი ტრაგედია

პოეტ ტარიელ ჭანტურიას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. მისი შვილი, მსახიობი ირაკლი ჭანტურია გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანანა დუმბაძე, მწერალი:

“ჩემო პეპლების მადევარო პატარა ბიჭო
რომელ იდუმალ ქვეყანაში შესდიე პეპლებს.”
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პოეზიაზე საუბრისას, ბატონმა ტარიელ ჭანტურიამ ეს იაპონური ტანკა გაიხსენა, როგორც ნიმუში უმაღლესი პოეზიისა. ლექსს ჰქვია “შვილის სიკვდილზე”. მოსმენილი მაქვს ეს საუბარი. მაშინ აღვფრთოვანდი ამ ტანკის სიღრმით. რამ ამოაქექინა მაინც და მაინც ეს! რა უბედური ხარ ჩემო ძია ტარიელ! როგორ გაგეპარა შენი ირაკლი პეპლებთან ერთად იდუმალ ქვეყანაში. ღმერთო!”