8 აპრილი, 2021

სიღნაღის ციხე-გალავანი – სიდიდით პირველი ევროპაში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სიღნაღის ციხე-გალავანი სიდიდით პირველია ევროპაში, მსოფლიოში კი სიდიდით მეორე – ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ.

XIX საუკუნეში შესრულებულ ციხის გეგმაზე შესასვლელთა სახელებთან ერთად კოშკების სახელებიცა არის აღნიშნული. არსებული 23 კოშკიდან მხოლოდ ორს არა აქვს სახელი (ორივე ჩრდილოეთით მდებარეობს), დანარჩენებს ჰქვია ახლო მდებარე სოფლების სახელები: 1. „მეფისა, ანუ ჯუღაანისა“, 2. „კახეთის პირველი“, 3. „კახეთის მეორე“, 4. “შილდის“, 5. „ნარიყალა“, 6. „ზირბ ხოველინისა“, 7. „ვაქირის“, 8. „კარდანასის“, 9. „ბაკურციხის“, 10. „ვაშნარის პირველი“, 11. „ვაშნარის მეორე“, 12. „ანაგის“, 13. „საქობო“, 14. „მაჩხაანის პირვვლი“, 15. „მაჩხაანის მეორე“, 16. „ქიზიყის, ანუ გორის ბურჯი“, 17. „ველისციხის“, 18. „ბოდბის“, 19. „მაღაროს პირველი“, 20. „მაღაროს მეორე“ და 21. „მირზაანის“.

სიღნაღის ციხე-გალავანი 40 ჰექტარზეა გაშენებული და ის XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კახეთში ერთ-ერთი საიმედო და დასაყრდენი პუნქტი იყო და თავისი მნიშვნელობა არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს.

ულამაზესი ციხეები და გალავნები დღესაც აღაფრთოვანებს მნახველს და იმ ეპოქის ოსტატთა ნამუშევრების უნიკალურობაში კიდევ ერთხელ არწმუნებს.