22 აპრილი, 2021

პაპუნა დეკანოიძე გერმანული “ვოისის” რჩეულია

13 წლის ქართველი მომღერალი პაპუნა დეკანოიძე გერმანული “ვოისის” რჩეულია.

ბრმა მოსმენებზე პაპუნამ 4-დან 3 მწვრთნელი შემოაბრუნა, რინგზე სიმღერის დროს კი სამ კონკურსანტს შორის თავისი მწვრთნელის რჩეული გახდა და გერმანული საბავშვო “ვოისის” ნახევარფინალისტად დასახელდა.