მიხეილ მდინარაძის საგანგებო მიმართვა

მიხეილ მდინარაძის საგანგებო მიმართვაკომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ყველას, ვისაც რუსეთი ენატრება, იქ წასვლას ურჩევს:

“ხელოვანებო, მუსიკოსებო, მუსიკათმცოდნეებო, რეჟისორებო, მსახიობებო, არ ვიცი კიდევ ვინ ხართ, ვინც ჭიპლარით ხართ მიერთებული დედა რუსეთთან და პოსტ “სამშობიარო” ტრავმა ისე გაგიგრძელდათ, რომ ვერაფრით ხვდებით რა უნდა ქნათ დედა რუსეთის “წიაღის” დატოვების შემდეგ, ვისთვისაც ვ.ვ. პოზნერის “შეურაცხყოფა” იდენტიფიცირებულია საკუთარ თავთან და “დედის” შეურაცხყოფასთან. წადით, დაბრუნდით საკუთარ სამშობლოში.

წადით რუსეთში, ფონდებში, სცენებზე, არ ვიცი კიდევ სად მუშაობდით, მაგრამ ამ ქვეყანას დაანებეთ თავი, დღემდე რომ გუბერნიად მიგაჩნიათ, რომელმაც хинкали и хачапури – ს იქით არაფერი იცის და მისი მთავარი დანიშნულება ისაა, კვებოს ბოიარინები და მათი მუცლების სისავსეზე იზრუნოს. ხომ ხედავთ, თქვენს არსებობას არ აქვს აზრი ვლადიმეროვიჩების გარეშე. თქვენ რომ გესიზმრებათ ის საქართველო აღარ დაბრუნდება არასოდეს და, დიახ, ყველა მტერი რომელიც აქ საგულაოდ ჩამოვა ზუსტად ისე გაძევდება როგორც ვ.ვ პოზნერი, მონა ჟურნალისტი.

ნეტა ჩემი ნება იყოს 37 ლარზე მეტს არ გადაგახდევინებდით ბილეთში ცალ მხარეს, ამოვისუნთქავდით ყველა, თქვენც და ჩვენც.”