9 აპრილი, 2021

ლია ელიავას უნიკალური კადრები

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსახიობი ლია ელიავა ზვიად გამსახურდიას უჭერდა მხარს და ამისთვის სამაგალითოდაც დაისაჯა.

ეკა ხერხეულიძე ავრცელებს რუსუდან ვაშაკიძის ჩანაწერს, სადაც ლია ელიავა 1991 წლის 9 აპრილს ულოცავს სრულიად საქართველოს.

ეკა ხერხეულიძე:

“ლია ელიავას ოჯახი ბოლშევიკებმა გაანადგურეს. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს შეუძლოდ იყო, მაგრამ სახლში ვერ გაჩერდა და შეუერთდა სახალხო ზეიმს. წარმოუდგენელი ემოცია იყო, ამისთვის ღირდა ცხოვრება.”