4 აპრილი, 2021

ისტორიული სიმართლე გურამ დოჩანაშვილზე

კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ისტორიულ სიმართლეზე წერს ლეილა ცომაია:

“სამწუხაროა, რომ დოჩანაშვილების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი წავიდა ამა სოფლიდან და დოჩანაშვილების გვარმა არსებობა შეწყვიტა. გურამ დოჩანაშვილი, როგორც დიდი მწერალი, მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოს.

რაც შეეეხება მის ზვიადთან თანამებრძოლობას, დოჩანაშვილმა ყველაზე პირველმა გაწყვიტა კავშირი ზვიადთან. შემდგომ სრულიად ბანალური მიზეზით აუხირდა და არამცთუ ზვიადის საქართველოდან ჰაუბიცებით განდევნაზე გამოუხატავს მცირედი უკმაყოფილებაც კი და არც მის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას მისალმებია, არამედ მთაწმინდაზეც კი არ აუცილებია საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი პირველი პრეზიდენტი.

სამწუხაროდ, ასეთია ისტორიული სიმართლე, თუმცა, როგორც მწერალი, დოჩანაშვილი მთაწმინდაზე დაუყვედრებლად უნდა დაიკრძალოს!”