17 აპრილი, 2021

გიზო ნიშნიანიძის საოცარი ანდერძი

მწერალი და პოეტი გიზო ნიშნიანიძე თბილისის დიდი მოტრფიალე და მეხოტბე იყო. მის ერთ-ერთ ლექსს თბილისისადმი მიძღვნილი ანდერძიც კი შეიძლება ვუწოდოთ:

“ფინიშის სწორზე ვარ და ვასწროებ უსწორმასწოროებს,
ბებერი ხარის რქაცა ხნავსო, დაიმახსოვრეთ!
გამოვეკერე ცას, ჩათვალეთ, როგორც გენებოთ.
ბოლო სალმისთვის გამოვედი თბილისელებო!
მოგესალმებით, კარგის მთქმელს უნდა კარგის გაგებაც.
ჩემი სალამი არ ჩათვალოთ გამოსალმებად.
სულით და გულით მუდამ თქვენთან რომ ვიყო ვინძლო,
თბილისს რომ რამე წამოსტკივდეს, საფლავშიც ვიგრძნობ!”