2 აპრილი, 2021

ევგენი ევტუშენკო საქართველოზე

პოეტი ევგენი ევტუშენკო არასდროს მალავდა, რომ საქართველოსა და მისი კულტურის დიდი მეგობარი იყო.
კონსტანტინე გამსახურდია გვიზიარებს რუსი პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც რუსეთსა და საქართველოზეა. თარგმანი ცოტნე გამსახურდიას ეკუთვნის:

“ზუსტად 4 წლის წინ გარდაიცვალა ევგენი ევტუშენკო – რუსი პოეტი, საქართველოს და მისი კულტურის დიდი მეგობარი. იგი ამ ფოტოზე მოჩანს გელათში, ჯანსუღ ჩარკვიანთან, რაულ ჩილაჩავასთან და გურამ ოდიშარიასთან ერთად. ეს მისი ლექსია რუსეთზე და საქართველოზე, რომელიც ცოტნემ თარგმნა 2 წლის წინ და გამომიგზავნა. პირველად ვაქვეყნებ.

B среде, где скупость нелюдская,
где дружба вымерла мужская,
где скушно пьешь и скушно ешь,
где так безнежно и бесхашно,
где и застолье рукопашно,
где и от вежливости страшно,
и от невежливых невеж,
в среде где нет красивых тостов,
а столько склочных перехлестов,
где и у женщин крысьи рты,
где всем на шею напросилась,
самодовольства некрасивость,
с надменным видом красоты,
ходя по корридорам важным,
где пахнет лживым и продажным,
хоть зажимай рукою нос,
или по улицам колючим,
где будет злобный взгляд получен,
на самый простенкий вопрос,
в автобусах где все взаимно,
так смотрят негостеприимно,
что могут вместе с шапкой сьесть,
попавший словно в костеломню
вздохну легко, когда я вспомню,
что Грузия на свете есть.

ევგენი ევტუშენკო
იქ, სადაც უღვთო სიძუნწე მეფობს,
სად მეგობრობას აღარ აქვს ფასი,
სად სუფრაზეც კი მუშტი თარეშობს,
სმა-ჭამას არ აქვს შნო და ლაზათი;
სად ყველა ღრჯუ და მოწყენილია,
სად ზრდილობაც კი საშინელია,
უზრდელ ბრბოზე რომ არა ვთქვათ რამე,
სადღეგრძელოსაც არ აქვს სიამე,
მხოლოდ – ნესტარით ჩხვლეტის სიავე,
სად ქალებიც კი გაავებულან,
უკვე კისერში ამოსულია
ამპარტავნების უშნო იერი –
გრძელ ტალანებში ამაყი მზერით,
სადაც დგას სუნი სიცრუის, ლპობის,
რისგან ვერაფრით ცხვირს ვერ დამალავ,
და მიუყვები ეკლიან ქუჩებს,
თვალს ვერ არიდებ ბოროტ ამალას,
აქ უმცირესი სისუსტისთვისაც
ყველა მზად არის ფერფლად გაქციოს
და უმცირესი მიზეზის გამოც
ეშაფოტიდან სკამი გასწიოს,
და გაოგნებულს ამ ჯოჯოხეთში
უცებ აისი გამითენდება,
როცა ამ შუა სასაკლაოზე –
მე საქართველო გამახსენდება.”