1 აპრილი, 2021

დავეხმაროთ პოეტ ზურა რთველიაშვილს

პოეტი ზურა რთველიაშვილი უმძიმეს ბრძოლაში ერთვება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ოჯახის წევრები და მეგობრები პოეტის შვედეთში გადაყვანას გეგმავენ.

ალეკო შუღლაძე, მწერალი:

“ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს, საოცრად კეთილშობილ პიროვნებას, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცნაირად მოულოდნელად, თავს ონკოლოგიური ავადმყოფობის რთული ფორმები დაატყდა და ზურას მძიმე ბრძოლა მოუწევს.

მის გამძლეობაში და ძალისხმევაში ეჭვი არ მეპარება, ვიცი, ბოლომდე და გამარჯვებამდე იბრძოლებს… აი, ფინანსური შესაძლებლობებია ხოლმე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის აქილევსის ქუსლი. ოჯახის წევრები და მეგობრები მის შვედეთში გადაყვანას ვგეგმავთ. დანარჩენს უკვე ხვდებით – ეს ძვირი ჯდება.

მისი მეუღლის, ნინო ამირეჯიბის ანგარიშის ნომრებს დავდებ და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, ისე დაეხმარეთ. ყველაფერზე, ერთ ლარზეც მადლობელი დაგრჩებით.

ნინო ამირეჯიბი

GE46BG0000000161695587 – საქართველოს ბანკი
GE18TB7722245161600002 – თიბისი ლარი
GE77TB7722236110100006 – თიბისი $