14 მარტი, 2021

როი აბუსელიძის თხოვნა

პოეტი როი აბუსულიძე სახალხოდ ითხოვს საქართველოსგან, უფლისგან, მამისგან, შვილისგან შენდობას:

“შენდობას ვითხოვ, ჩემო ღმერთო! ასე სახალხოდ,
რამეთუ ლოცვა დაგაკელი ბოლო წელია,
რამეთუ მინდა ის ცოდვები ახლა გავალღვო,
რომლებსაც ვიცი რომ შენდობა არ უწერიათ.
შენდობას ვითხოვ, საქართველოვ! შენი ამაგი
უსაშველოა, შემოგწირავ მორიგ დითირამბს,
მახსოვს პოეტი ერთ საღამოს როგორ დამარქვი
და ისიც მახსოვს მას შემდეგ რომ ფეხზე გკიდივარ.
შენდობას ვითხოვ, მამაჩემო! სულში შემიძვრა
ცოდვის მახრა და მოეკიდო იქნებ გაგებით,
შენდობას ვითხოვ – იმის გამო – იმ დღეს ჩემი ძმა
რომ არა ალბათ შენს საფლავსაც ვერ მოვაგნებდი.
შენდობას ვითხოვ, ჩემო შვილო! სრულდება მარტი,
სრულდება ყველა ტყუილი და გიცქერ იღბლიანს,
შენდობას ვითხოვ, ვინაიდან ლექსების გარდა,
შენთვის არაფრის დატოვება არ შემიძლია.
საკუთარ თავსაც ტაძრისაკენ ისე მივდენი,
თითქოს გზა და გზა ვალაგებდე სულის ჩემოდანს
და გწამდეს ღმერთო არცერთ ცოდვას არ ჩავიდენდი,
შენდობის თხოვნა ასე რთული თუ იქნებოდა!…”