28 მარტი, 2021

რამაზ იოსელიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რამაზ იოსელიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ხელოვანი ჩაფიძის კლინიკაში გულზე “შუნტირებას” იკეთებს:

“გულზე “შუნტირება” კაპიტალკას მიკეთებენ. თუ ვინმეს ნებსით თუ უნებლიედ გაწყენინენთ და არ მახსოვს, გთხოვთ, მაპატიეთ. თუ დავბრუნდი, ხომ კარგი და თუ ვერა, მაშინ თქვენს ჭირსა და ვარამს წავიღებ! აბა ჰე!”

მიხეილ ზაქარიაშვილი, მომღერალი, მსახიობი:

“არ შემიძლია არ გითხრათ, მეგობრებო, ჩემი შვილი ნიკუშა ახლა ფოთის თეატრშია და პრემიერისთვის ემზადება. ეს ყველაფერი ერთი ძალიან მაგარი მსახიობის, ჩემი მეგობრის დამსახურებაა! ეს კაცი გახლავთ რამაზ იოსელიანი. ის ჩემს შვილს გვერდით დაუდგა მამა-შვილურად, წაიყვანა და დააბინავა ფოთში და თვითონ, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ხვალ გულის ოპერაციას უკეთებენ და მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს გამოჯანმრთელდეს და სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდეს ფოთს და თავის თეატრს! დიდი მადლობა, რამაზ, ყველაფრისთვის და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ღმერთს ებარებოდე…”