26 მარტი, 2021

ქართული პროექტი “დისნეის” კონკურსის გამარჯვებულია

“დისნეის სტუდიის” კონკურსის გამარჯვებული ქართული პროექტი გახდა.

სასიხარულო ინფორმაცია ნინო წითლაურმა გაავრცელა:

“მოკლედ, ასეთი ამბები გვაქვს ჩვენ! გილოცავთ ყველა მონაწილეს! “ფონოგრაფი” გამარჯვებულია “დისნეი სტუდიის” ანიმაციური ფილმების მუსიკალური ნაწილის ქართულენოვანი ადაპტაციის კონკურსში.
გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საკონკურსო ნამუშევარი სიმღერა ანიმაციური ფილმიდან “მულანი” – “ღირსებას მოგვიტან”.

ადაპტაციაზე მუშაობდნენ: მაკა აროშიძე – სიმღერის ტექსტი, ნინო წითლაური – ხმის ჩაწერა/მონტაჟი, არტისტების შერჩევა, მუსიკალური კონსულტანტი, პაატა გოძიაშვილი – ხმის ჩაწერა/მონტაჟი, ხმის მიქსი, დიალოგების ტექსტი.

ასრულებდნენ: ნუკრი კაპანაძე, ირმა სოხაძე, ანა ზამბახიძე, ნათია სვანაძე, მარიკო ებრალიძე, ანა ქურთუბაძე, მარიამ სარდანაშვილი, ნატო სულხანიშვილი, სოფო ტოროშელიძე, ანა დოიაშვილი, მაკა შუკაკიძე, თათა ოქრუაშვილი, ანა ჭუმბურიძე, ნინი გველესიანი, ქრისტინე ჯაფარიძე, ელენე კალანდაძე, ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა.

უღრმესი მადლობა ყველა მონაწილეს თავდაუზოგავი შრომისთვის. იმედია, ნამუშევარი მოგეწონებათ და ჩვენც “ღირსებას მოგვიტანს”.