ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამორჩეული ამბავი

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამორჩეული ამბავიანსამბლ “სუხიშვილების” დამაარსებლებს ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს არაერთი გამორჩეული ამბავი აქვთ, თუმცა ისტორია, რომელსაც ნინო რამიშვილი ხშირად იხსენებდა, მაინც განსაკუთრებულია. ეს შემთხვევა ერთ-ერთია იმათგან, რომლებმაც ანსამბლი დღემდე მოიყვანა.

1952 წლის შემოდგომაზე ილიკომ და ნინომ მოულოდნელად გაიგეს, რომ ანსამბლის დაშლასა და სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევას აპირებენ. იმ დროს ანსამბლი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო, არა მარტო საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ უცხოეთშიც.

ნინო რამიშვილი:

“ილიკომ გადაწყვიტა, ანსამბლი პარტიული ნომენკლატურის თვალიდან სასწრაფოდ მოეცილებინა და რესპუბლიკიდან დაუყოვნებლივ გაეყვანა. ამისათვის სადგურში ორი ვაგონი იქირავა და ისიც მოახერხა, რომ პირველივე მატარებლისთვის მიებათ. ილიკოს ანსამბლი მიჰყავდა იქ, სადაც შესაძლებელი იყო სახელმწიფო სტატუსისა და ძველი საქმიანი კავშირების გამოყენება, კონცერტის ჩატარება და, ავად თუ კარგად, არსებობა.”