7 მარტი, 2021

ნანა ზარდიაშვილის ძალიან კარგი რჩევა

რაც დრო გადის, ჟურნალისტის ნანა ზარდიაშვილის ჩანაწერები სულ უფრო ღირებული და აქტუალური ხდება.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს რჩევას გიზიარებთ:

“მოდი, ვიმეოროთ კარგი სიტყვები: უანგარობა, თავდადება, მეგობრობა, სიყვარული, მოწყალება, შემწყნარებლობა, სიკეთე, ღირსება, მიმტევებლობა, სინათლე, სიცილი, მხიარულება, სამართლიანობა, უდარდელი ღიღინი, უხიფათო ყოველდღიურობა – აი, ყოველდღე ვასტატუსოთ და ვიმეოროთ, იქნებ მაგიური ზემოქმედება იქონიოს, ჰა?

და უცებ ცოტა ხნით მაინც ეს ყველაფერი “დადგეს”!!!!

მე მჯერა ასეთი რაღაცეების, მე ელფების ეთიკის მიმდევარი ვარ!”