29 მარტი, 2021

მოუსმინეთ გოჩა ხარანაულს

პოეტი გოჩა ხარანაული ყოველთვის სიმართლის მხარესაა და ეს არც არის გასაკვირი. მთის შვილის კალამი მუდამ იმაზე წერს, რაც სტკივა, რაც მწარე სიმართლეა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ამაში პოეტის ერთ-ერთი ლექსი დაგარწმუნებთ:

“პანტის საძებნად წასულო
პატრონო თურაშაულის,
არც ქრისტეს რიდი არა გაქვს,
არც ხათრი სისხლის ფშაურის!
ტვინს გირეცხს ვინმე ახვარი,
შენს სირცხვილს მაღლა ჰყვებიან,
სხვის დადებულ კვერცხს დაჰხარი,
შენი კი გაგლაყებია!”