13 მარტი, 2021

გრაფი სეგედის პროტოტიპი “დათა თუთაშხიაში”

მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის რომანში “დათა თუთაშხია” არის ასეთი გმირი – გრაფი სეგედი. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ეს პერსონაჟი მოგონილი არ არის.

გრაფი სეგედის პროტოტიპი უნგრული წარმოშობის რუსი ოფიცერი პორუჩიკი ევგენი პეტრეს ძე სეგედია. ის დასავლეთ ციმბირის ნოვო-ჩუმკას ოსეტროვოს ბანაკში იჯდა ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად.

რეაბილიტაციის შემდეგ ევგენი სეგედი უზბეკეთის რუსულ აკადემიურ თეატრში მსახიობად მუშაობდა.