გოდერძი ჩოხელის საოცარი ისტორია “ჯარისკაცის მამაზე”

გოდერძი ჩოხელის საოცარი ისტორია "ჯარისკაცის მამაზე"მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებდა ამბებს მისი ბავშვობიდან.

ხელოვანის თქმით, სწორედ ბავშვობის მოგონებებმა, განცდებმა და შეგრძნებებმა გადაწყვიტეს მისი პროფესია. განსაკუთრებით კი ამბავმა, რომელიც რეზო ჩხეიძის გენიალურ ფილმს “ჯარისკაცის მამას” უკავშირდება.

გოდერძი ჩოხელი:

“პატარები ვიყავით, როდესაც გუდამაყარში ქართული კინოს ჩვენება მოეწყო. შევიკრიბეთ სოფლის ხალხი და გვიჩვენეს რეზო ჩხეიძის “ჯარისკაცის მამა”. ბავშვები გაგვაფრთხილეს, რომ ფილმი ხმამაღლაა და ყურებზე ხელები მიიფარეთო.

ფაქტიურად მთელ ფილმს ხმის გარეშე ვუყურე. ბოლოში ვეღარ მოვითმინე, ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და ყურებიდან ხელები მოვიშორე. მოვიშორე და მაშინვე გავიგონე სერგო ზაქარიაძის ხმა:

– გოდერძი, შვილო! – ზუსტად ის მომენტი იყო, ჯარისკაცის მამა დაკარგულ შვილს სიმღერით რომ იცნობს და იპოვნის.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – ვერაფრით მივხვდი, საიდან იცოდა იმ უცხო კაცმა ჩემი სახელი და შეშინებულმა ისევ ყურებზე მივიფარე ხელები.

ეს დღე ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე დაუვიწყარი და  ამანაც განაპირობა, რომ ჩემი პროფესია კინოს დავუკავშირე.”