4 მარტი, 2021

გია ყანჩელის საიდუმლო გამჟღავნებულია

არაერთი უკვდავი და გენიალური ნაწარმოების ავტორის, კომპოზიტორ გია ყანჩელის მთავარი საიდუმლო გამჟღავნებულია:

“რაც უფრო ხმაურიანი ხდება გარემო, მით უფრო მიჩნდება სურვილი მუსიკაში მივაღწიო ისეთ ჟღერადობას, რომელიც სიჩუმის ზღვარზეა.

რაც უფრო რთულდება თანამედროვე მუსიკალური ენა, მით უფრო ვცდილობ მივაღწიო ისეთ სიმარტივეს, რომლის მიღმა მუსიკალური ანბანი იწყება…

მთავარია მუსიკა იგრძნო, ის ხომ არც პროზაა და არც პრეზია – მუსიკა აბსტრაქტული მოვლენაა, ამიტომ ყველა ადამიანმა თავისებურად უნდა იგრძნოს მუსიკა…

იქნებ, საერთოდ სხვა ცხოვრებით უნდა მეცხოვრა? სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებ და ეს არის ჩემი მთავარი საიდუმლოც…“