14 მარტი, 2021

გია ნიკოლაძე გვაფრთხილებს

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი გია ნიკოლაძე გვაფრთხილებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ხსნა მხოლოდ უფალშია:

“აფხაზეთი და ოსეთი
დავით-გარეჯი ჰესები
ასოცდაათი პარტია
და დაგლეჯილი მყესები
სამშობლო ფსიქო სტრესშია
საგიჟეთშია ყოველი
დადუმებულა მთაწმინდა
ბზარებს თვლის სვეტიცხოველი
ვერვინ ვერაფერს ვერ შველის
და ვერც უშველის ვერაფერს
სანამ ღვთისმშობლის შვილები
არ შეიცნობენ ყველაფერს
ყველაფერს რასაც ქართველი
მხოლოდ ქართულად შეიცნობს
და სანამ ერი წილხვედრი
ღმერთში ღვთისმშობელს ვერ იცნობს
სანამ ვერ იცნობს ქართველი
დედის წილს სულიწმინდაში
და ქრისტეს სიტყვის ამოხსნას
არ ამოიღებს მიზანში
ეს თუ მოხდება შეიცნობს
რომ სიტყვა ამოხსნილია
სიტყვა რომელიც ამ ქვეყნად
ყველა სიტყვაზე ტკბილია…
სიტყვა რომელიც ღმერთია
რომელიც განდობილია
რომელსაც ლოცვით მოელის
კათალიკოსი ილია…
სხვა ვერაფერი უშველის
ეშმაკი განვითარდება
ურთიერთ ქიშპი და ზიზღი
არასდროს არ დამთავრდება
სანამ ქართველი ქართველთან
ვერ დაამყარებს ერთობას
და დედის ლოცვით არ იწყებს
ქალღმერთთან ურთიერთობას
კავკასიიდან იწყება
ფსიქიკის რევოლუცია
მაგრამ ჯერ უნდა შეიცნონ
ძმებმა თავისი ფუნქცია
ჩვენ დედამიწას დავატკბობთ
ღვთისმშობლის ხვედრი აქ არის
მსოფლიო ანი ბანია
ღმერთს სიტკბო უყვარს შაქარის…
ვისაც ღვთის ტკბობა ხელს უშლის
თავისით გამოვლინდება
და დედაღმერთის ფოსფორიც
თავის დროს ამობრწყინდება
ჩვენ მთავარია შევიცნოთ
წყალის ღვთიური თვისება
ყველა ცოცხალი სხეული
წყლის სახით ღვთით რომ ივსება
ის რომ ჩვენ არის ჩვენ კი ის
ჩვენში რომ ღმერთის წყალია
და ეს ღმერთი რომ დედაა
და ეს ღმერთი რომ მრგვალია…
ცაში რომ მამაღმერთია
რომ სულიწმინდა ქალია
რომ ის ქალღმერთის სუნთქვა და
აორთქლებული წყალია
სხვა ვერაფერი გვიშველის
ხსნა მხოლოდ დედაღმერთშია
და სულიწმინდა შეცნობილ
გამთლიანებულ ერშია.”