დღეს შენდობის დღეა

დღეს შენდობის დღეააღდგომის მარხვის დაწყების წინა დღე – შენდობის, მიტევების, პატიების კვირა დღეა. ამ დღეს მორწმუნენი ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.

“შენდობის თხოვნა” – ასე ჰქვია ფრანსუა ვიიონის ლექსს, რომელიც დავით წერედიანმა თარგმნა:

“ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს.
ყმაწვილს გასენილს ტრფიალის სენით
გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბა
შემოსტკეცია ტანზე და შვენის,
ქუჩის მასხარას შემოსილს, ჭრელად,
თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,
უკანასკნელად მივყვირი ყველას:
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
ქალებს, რომლებიც გზისპირას დგანან
და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,
შარის საძებრად გამოსულ განაბს,
კარტის მწყობელს და შიგნების მშიგვნელს,
ჯამბაზს, რომელიც დაათრევს ხელანს,
ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს,
უკანასკნელად მივყვირი ყველას:
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,
ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში,
ვის გამოც პურის გამხმარი ყუით
ბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს…
თუმცა… ვკვდები და რა მათთვის მცხელა,
ცოდვილს მინდოდდა მათ სულში ჩამე….
ჩამე… ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას,
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
მეცლება სული, მეცვლება ნირი,
მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ.
მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი:
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!”